ავტორიზაცია

ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბარსელონამ ყურადღება სხვა ფეხბურთელზე გადაიტანა

ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, ბარსელონამ ყურადღება სხვა ფეხბურთელზე გადაიტანა
თარიღი 08 ივნ 2021, 16:37

ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერის ჩავარდნის გამო, „ბარსელონა“ ალტერნატივების ძიებას შეუდგა.

AS-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანამ“ ყურადღება „რომას“ ნახევარმცველს, ლორენცო პელეგრინის მიაქცია.

24 წლის იტალიელ ფეხბურთელს თავის გუნდთან კონტრაქტი შემდეგ წელს ეწურება, რის ხარჯზეც კატალონიელები მის შეძენას შედარებით იაფად მოახერხებდნენ. არ არის გამორიცხული, „ბარსამ“ ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაც სცადოს.

დასრულებულ სეზონში პელეგრინიმ სერია ა-ს 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ვეინალდუმის ტრანსფერი შეთანხმებული ჰქონდა და ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად ემზადებოდა, თუმცა ბოლო მომენტში „პსჟ-მ“ ჰოლანდიელს ორმაგი ხელფასი შესთავაზა და ნახევარმცველი თავისთან წაიყვანა.

გაეცანით პელეგრინის შესაძლებლობებს ამ ვიდეოში: 

კონტრაქტი უკვე გაფორმებულია - ვეინალდუმის ტრანსფერის ახალი დეტალები