პიანიჩი: "წავალ თუ არა ბარსელონადან? ყველაფერი ივლისში გადაწყდება"
მირალემ პიანიჩმა გასულ სეზონში ვერ მიიღო „ბარსელონაში“ ის როლი, რომელსაც თავად ისურვებდა, მაგრამ „კამპ ნოუზე“ კიდევ ერთი წლით დარჩენას არ გამორიცხავს.
„იუვენტუსის“ ექს-ფეხბურთელმა დასძინა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, რაც ივლისში, გუნდს პრესეზონის ჩასატარებლად შეუერთდება.
ვინ შეიძლება გაყიდოს ბარსელონამ იმისთვის, რომ გუნდში მსოფლიო დონის თავდამსხმელი მიიყვანოს?
„ბარსელონას დატოვება? ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია. ოჯახთან ერთად, შვებულებით ვტკბები და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.
ახალი სეზონისთვის მზადებას ივლისში ვიწყებ და გუნდსაც სწორედ ამ დროს შევუერთდები. სწორედ ამის შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება.“ - ციტირებს პიანიჩის სიტყვებს Marca.
„ბარსელონამ“ პიანიჩი გასულ ზაფხულს, „იუვენტუსიდან“ დაიმატა, საპირისპირო მიმართულებით კი ბრაზილიელი არტური გაეშურა, რომელმაც ტურინულ გრანდში ფეხი თავადაც ვერ მოიკიდა. ბოლო დროს, ბოსნიელს „იუვეში“ დაბრუნებას აქტიურად უკავშირებენ.