ბარსელონას შავ სიაში 8 ფეხბურთელია

ახალი ამბავი არ არის, რომ "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე ცდილობს თანხის გამომუშავებას და საამისოდ კლუბს გასაყიდად გამზადებული ჰყავს 8 მოთამაშე.
Diario Sport-ის თანახმად, კატალონიელთა შავ სიაში არიან შემდეგი ფეხბურთელები - ფილიპე კოუტინიო, მირალემ პიანიჩი, სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტუეიტი, კარლეს ალენია, ფრანსიშკუ ტრინკაუ, ხუნიორ ფირპო, მატეუს ფერნანდესი.
ყველაზე ძვირად "ბლაუგრანა" აფასებს ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს, რომელიც დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" ფლეიმეიქერის სახელს უკავშირებენ "ტოტენჰემს", "არსენალს", "ლესტერ სიტისა" და "ევერტონს".
რაც შეეხება ბოსნიელ ცენტრალურ ნახევარმცველს, არაა გამორიცხული, რომ ის ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდეს.
პიანიჩი: "წავალ თუ არა ბარსელონადან? ყველაფერი ივლისში გადაწყდება"
ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება შესთავაზა - მერსისაიდელთა პასუხი ცნობილია