ორი კლუბი, რომელიც ჰაკიმისთვის ბრძოლაშია ჩართული
მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის სახელს უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს", მაგრამ ახლა ფავორიტები სხვა კლუბები არიან.
Sky Sport Italia-ს თანახმად, მაროკოელი ვინგბექისთვის ამ დროისთვის ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" იბრძვიან.
"არისტოკრატები" და "პსჟ"-ც "ნერაძურის" თავისი განაპირა მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს სთავაზობს.
ამის გარდა, "ლურჯები" არც ბარტერზე ამბობენ უარს - ფულის გარდა, ემერსონ პალმერი ან ანდრეას კრისტენსენი "გველების" 2-იანის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა ფლანგელმა "ჯუზეპე მეაცაზე" ჩაატარა სადებიუტო სეზონი, რომელშიც მან სკუდეტო მოიგო.
ჩელსის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ჰოლანდის ტრანსფერს შეეწიროს
ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ჰაკიმი პსჟ-ში ხელფასის სახით