ფოტო: კურიოზი - ლაციომ სარის დანიშვნა სიგარეტის ემოჯის დაპოსტვით დაადასტურა
როგორც იცით, „ლაციომ“ მაურიციო სარის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
რომაულმა გუნდმა მთავარ მწვრთნელად იტალიელი მწვრთნელის დანიშვნის შესახებ ორიგინალურად გამოაცხადა - „ტვიტერში“ სიგარეტის ემოჯის დაპოსტვით.
სარი თავისი თამბაქოს დამოკიდებულებით დიდი ხანია ცნობილია - მან თავადაც აღიარა, რომ დღეში 60 ღერამდე სიგარეტს ეწევა.
„ლაციოსთან“ იტალიელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გახანგრძლივებაც, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი წლით იქნება შესაძლებელი.
სარის უკანასკნელი სამუშაო ადგილი „იუვენტუსი“ იყო, რომელსაც ის სათავეში 2019 წლის ზაფხულამდე ედგა და სერია ა მოაგებინა. იქამდე, მან ერთი სეზონი „ჩელსიში“ გაატარა, რომელთან ერთადაც ევროპა ლიგაზე მიაღწია წარმატებას.