ავტორიზაცია

ოფიციალურად: სარი სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდა

ოფიციალურად: სარი სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდა
თარიღი 09 Jun 2021, 15:08

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი, მაურიციო სარი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა.

იტალიელმა დამრიგებელმა ჩაიბარა რომის "ლაციო", საიდანაც ამ ადგილიდან მილანის "ინტერში" სიმონე ინძაგი გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ "არწივების" ახალი მწვრთნელი "ბებერი ქალბატონიდან" გათავისუფლების შემდეგ, უმუშევარი იყო.

"ბიანკონერიმდე" კი აპენინელი თავკაცი წვრთნიდა ლონდონის "ჩელსის", "ნაპოლის" და რამდენიმე იტალიურ კლუბს.

"ინძაგიმ ლაციო სხვა გუნდზე ერთ ღამეში გაცვალა", - რომაელთა პრეზიდენტი

იუვენტუსი ზაფხულის პირველი ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა