ავტორიზაცია

"ინძაგიმ ლაციო სხვა გუნდზე ერთ ღამეში გაცვალა", - რომაელთა პრეზიდენტი

"ინძაგიმ ლაციო სხვა გუნდზე ერთ ღამეში გაცვალა", - რომაელთა პრეზიდენტი
თარიღი 28 მაი 2021, 12:10

რომის "ლაციოს" პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ, სიმონე ინძაგის მილანის "ინტერში" მოსალოდნელი წასვლის შესახებ ისაუბრა:

"გაოგნებული ვარ - ინძაგიმ ლაციო ინტერზე ერთ ღამეში გაცვალა. არადა გვქონდა შეთანხმება, ერთმანეთს ხელიც კი ჩამოვართვით.

ერთად გავატარეთ შვიდი საათი, განვიხილეთ კონტრაქტი, მეორე დღეს კი ის მირეკავს და მეუბნება, რომ მოტივაციის ნაკლებობას განიცდის.

ასეთი აზრების მქონე ადამიანს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე არც დავტოვებდი. სამწუხაროა ეს ყველაფერი", - განაცხადა იტალიელმა.

პრესა ვარაუდობს, რომ "არწივების" აწი უკვე ყოფილი დამრიგებლის "ნერაძურიში" გადასვლა უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — ფაბრიციო რომანო

ინძაგი ლაციოს დატოვებასთან ახლოსაა - მის ნაცვლად რომაელები ორ ვარიანტს განიხილავენ