ავტორიზაცია

"ფანტასტიური ტაქტიკოსია", - მბაპემ ტუხელის საუკეთესო თვისებები გამოარჩია

"ფანტასტიური ტაქტიკოსია", - მბაპემ ტუხელის საუკეთესო თვისებები გამოარჩია
თარიღი 09 ივნ 2021, 22:21

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფრანგულ კლუბს სათავეში 2018 წლიდან 2020 წლამდე ედგა.

"ტუხელი ფანტასტიური ტაქტიკოსია. ზუსტად იცის, როგორ მოიქცევიან მეტოქეები და შეუძლია მატჩის მიმდინარეობა იწინასწარმეტყველოს", - ციტირებს კილიანის სიტყვებს L'Equipe.

"ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელია, ეს გასათვალისწინებელია. შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებით დაამტკიცა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავურეკავ, რადგან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს", - დასძინა მბაპემ.

მოგეხსენებათ, გერმანელმა სპეციალისტმა 2021 წლის იანვარში "ჩელსი" ჩაიბარა. 29 მაისს, "არისტოკრატებმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტი" (1:0) დაამარცხეს. 4 ივნისს, ტუხელმა ლონდონელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

"მბაპე პსჟ-ზე ამბიციურ პროექტს ევროპაში ვერ ნახავს", - პარიზელთა პრეზიდენტი