"მბაპე პსჟ-ზე ამბიციურ პროექტს ევროპაში ვერ ნახავს", - პარიზელთა პრეზიდენტი
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპეს მომავალთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"პირდაპირ ვიტყვი - მბაპე დარჩება პარი სენ-ჟერმენში, ის არ გაიყიდება და არც უფასოდ წავა. ფრანგი თავდამსხმელი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება.
ის არის სახე, როგორც პსჟ-ს, ისე ზოგადად ფრანგული ფეხბურთის. კილიანი ჩვენი კლუბის შემადგენლობაში ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს.
მას პარიზში დარჩენის ყველა წინაპირობა აქვს და ის ჩვენს კლუბზე ამბიციურ პროექტს ევროპაში უბრალოდ ვერ ნახავს", - განაცხადა ყატარელმა.
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლების" ფორვარდის სახელს სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურად მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ათიანი "პარკ დე პრენსზე" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 171 შეხვედრაში 132 ბურთი გაიტანა.
ბენზემა: "იმედი მაქვს, მბაპე რეალში რაც შეიძლება სწრაფად გადავა"
ვეინალდუმი ცალი ფეხით პარიზელია - ტრანსფერის საინტერესო დეტალები