ავტორიზაცია

"მითხრა, რომ მიუნხენში უნდა ვითამაშო", - მბაპეს ბაიერნში გადასვლა შესთავაზეს

"მითხრა, რომ მიუნხენში უნდა ვითამაშო", - მბაპეს ბაიერნში გადასვლა შესთავაზეს
თარიღი 09 Jun 2021, 22:36

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისმა თანამემამულემ და "ბაიერნის" მცველმა, ლუკა ერნანდესმა მიუნხენურ გრანდში გადასვლა შესთავაზა.

"ლუკამ მითხრა, რომ მიუნხენში უნდა გადავიდე და "ბაიერნში" ვითამაშო. "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბიდან ერთ-ერთია. შეგვიძლია ამ გუნდს მივულოცოთ, რომ ყოველ წელს უმაღლეს დონეს ინარჩუნებს".

"ბაიერნში" იციან, რასაც აკეთებენ. მაგალითად, ახლა გუნდიდან ბოატენგი და ალაბა წავიდნენ, მაგრამ სამაგიეროდ ბრწყინვალე მცველი, უპამეკანო მივიდა. "ბაიერნს" აქვს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შენდება კლუბი".

"რაც შეეხება "ბაიერნში" ჩემი გადასვლა-არგადასვლის საკითხს - ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. თუმცა, ჩემს ამჟამინდელ კლუბშიც ბედნიერი ვარ", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Bild.

2020/21 წლების სეზონში მბაპემ "პსჟ"-ს მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 22 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 160 მილიონ ევროს შეადგენს.

"ფანტასტიური ტაქტიკოსია", - მბაპემ ტუხელის საუკეთესო თვისებები გამოარჩია