ავტორიზაცია

გიორგი ქინქლაძე შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს - ქართველს მისი ყოფილი კლუბი იწვევს

გიორგი ქინქლაძე შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს - ქართველს მისი ყოფილი კლუბი იწვევს
თარიღი 10 Jun 2021, 12:33

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, გიორგი ქინქლაძე რადარებიდან პრაქტიკულად გაქრა. ყოფილი ქართველი შემტევი ნახევარმცველი არ გვინახავს მწვრთნელის, სკაუტის, აგენტის ან ფუნქციონერის რანგში.

Anorthosis24-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ლეგენდარული ფლეიმეიქერის ქამბექი ფეხბურთში შესაძლოა მაინც შედგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ათიანით დაინტერესებულია ფამაგუსტას "ანორთოსისი", რომელიც მას სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, კვიპროსული კლუბის მთავარი მწვრთნელი არის ქინქლაძის ახლო მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი, თემურ ქეცბაია.

ყოფილი ქართველი გამთამაშებელი "თეთრ-ლურჯებში" ფეხბურთელის რანგში ირიცხებოდა 2004-2005 წლებში და 28 მატჩში მან ორი გოლის გატანა მოახერხა.

გიორგი "დერბი ქაუნთიდან" "ანორთოსისში" გადმოიყვანა სწორედ ქეცბაიამ, რომელიც იმ დროს ფამაგუსტაში მოთამაშე-მწვრთნელი იყო.

რატომ არ შედგა ქინქლაძის ტრანსფერი ლიდსში 2003 წელს?

VIDEO: შემდეგი სეზონიდან მეტოქის რანგში - ოქრიაშვილის საუკეთესო მომენტები ანორთოსისში