ავტორიზაცია

რატომ არ შედგა ქინქლაძის ტრანსფერი ლიდსში 2003 წელს?

რატომ არ შედგა ქინქლაძის ტრანსფერი ლიდსში 2003 წელს?
თარიღი 01 May 2021, 12:49

გიორგი ქინქლაძე ინგლისურ ფეხბურთს დაემშვიდობა 2003 წელს, "დერბი ქაუნთის" შემადგენლობიდან წასვლის შემდეგ, თუმცა მას ალბიონზე უფრო დიდი ხნითაც დარჩენა შეეძლო.

"ვერძების" დატოვების შემდეგ, ქართველი შემტევი ნახევარმცველი ვარჯიშობდა "ლიდს იუნაიტედში", "პანათინაიკოსსა" და "პორტსმუთში", ცალკე მის სახელს "სელტიკსაც" უკავშირებდნენ.

რაც შეეხება კონკრეტულად "თეთრებში" გატარებულ ხანმოკლე პერიოდს, "მანჩესტერ სიტის" ლეგენდარული ფლეიმეიქერი 2003 წლის ზაფხულში თავდაპირველად ჩაირიცხა სარეზერვო გუნდში, დროებით კონტრაქტზე, სრულფასოვანის მოპოვების პერსპექტივით.

დასავლეთ იორკშირელთა იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, ედი გრეი უკმაყოფილო აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების 10-იანის როგორც ფორმით, ისე დისციპლინით.

ინგლისურ პრესაში წერდნენ, რომ "მეფე" პერიოდულად აგვიანებდა ვარჯიშებზე და ამის გარდა, მის თამაშში არც მონდომება იგრძნობოდა.

"ელანდ როუდის" ბინადრები დაემშვიდობნენ ქინქლაძეს, რის შემდეგაც მას დაუძახა თემურ ქეცბაიამ, ფამაგუსტას "ანორთოსისში".

კარიერის დასკვნითი ეტაპი კი ქართველმა ჰავბეკმა როგორც გვახსოვს ყაზანის "რუბინში" გაატარა. ასეთია გიორგის არც ისე ცნობილი და ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო თავგადასავალი.

"ქინქლაძესა და კვარაცხელიას შორის უამრავ მსგავსებას ვხედავთ", - რუსული პრესის შედარება

VIDEO: ისტორიაში ყველაზე კურიოზული გავარდნა ქვედა დივიზიონში - ქინქლაძის ტრაგიკომედია