ავტორიზაცია

VIDEO: ისტორიაში ყველაზე კურიოზული გავარდნა ქვედა დივიზიონში - ქინქლაძის ტრაგიკომედია

თარიღი 06 Apr 2021, 12:21

90-იანების შუა პერიოდი - პრემიერ ლიგის ელიტარულ წრეში ტრიალებს "ბლექბერნ როვერსი", "ნიუკასლ იუნაიტედი", "ლიდსი", "მანჩესტერ სიტი" კი გამოკვეთილი აუტსაიდერია.

1995-1996 წლის სეზონში "ქალაქელების" შემადგენლობაში უკვე ბრწყინავდა გიორგი ქინქლაძე, თუმცა მხოლოდ მისი ჯადოქრობა არ იყო საკმარისი, რის შედეგადაც გუნდი გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა.

უკანასკნელი ტურის დაწყების წინ, სატურნირო ცხრილში იყო ასეთი მდგომარეობა - "ბოლტონსა" და "ქუინს პარკ რეინჯერსს" ვეღარაფერი გადაარჩენდა, მე-18 ადგილიდან თავის დასაღწევად კი "ლურჯების" გარდა "საუთჰემპტონი" და "ქოვენთრი" იბრძოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სამივე გუნდს ჰქონდა 37 ქულა და რაც შეეხება "მეინ როუდის" ბინადრების მოწინააღმდეგეს, ეს მრისხანე "ლივერპული" იყო.

ალან ბოლის მიზანი იყო მერსისაიდელების დამარცხება, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე უკვე 0:2 ციმციმებდა.

შეხვედრის დასრულებამდე 11 წუთით ადრე, "მან სიტიმ" გაათანაბრა, შემდეგ კი მოხდა ყველაზე კურიოზული შემთხვევა პრემიერ ლიგის ისტორიაში:

მანჩესტერელთა სამწვრთნელო შტაბამდე მივიდა ინფორმაცია, თითქოს "საუთჰემპტონი" თავის მატჩში აგებდა 0:1-ს, რაც ნიშნავდა იმას, რომ "წითლებთან" მიმდინარე 2:2 ეპლ-ში დარჩენისთვის საკმარისი იყო.

"ქალაქელები" წელავდნენ დროს, აგორავებდნენ ბურთს, გულშემატკივრები კი რომლებიც იყვნენ საქმის კურსში, უბრალოდ გაოგნებულად უყურებდნენ ამ ყველაფერს.

"ლურჯები" გამოაფხიზლა მოედნიდან გასულმა ჯეკ ქუინმა, რომელმაც გასახდელში ჩართო ტელევიზორი და აღმოაჩინა, რომ პარალელურ მატჩში იყო არა 0:1, არამედ 0:0.

აღნიშნული გარემოებით მე-18 ადგილზე რჩებოდნენ "მეინ როუდის" ბინადრები და როდესაც სიმართლე გაირკვა, დრო პრაქტიკულად აღარ იყო დარჩენილი.

ბოლის შეგირდები ქართველ შემტევ ნახევარმცველთან ერთად გავარდნენ პრემიერ ლიგიდან, "სქაუზერების" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას კი ცრემლიანი ღიმილით ინგლისში დღემდე იხსენებენ.

ასევე იხილეთ:

VIDEO: "ქინქლაძემ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა", - ინგლისში ქართველი მეფე გაიხსენეს

ქინქლაძის სიტიდან - კრისტალ პალასამდე: ლივერპულის 5 ყველაზე დიდი გამარჯვება ეპლ-ში