ავტორიზაცია

VIDEO: "ქინქლაძემ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა", - ინგლისში ქართველი მეფე გაიხსენეს

VIDEO: "ქინქლაძემ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა", - ინგლისში ქართველი მეფე გაიხსენეს
თარიღი 22 მარ 2021, 21:25

fourfourtwo.com-მა გაიხსენა "მანჩესტერ სიტის" ლეგენდარული შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ქინქლაძე და მას ვრცელი სიახლე მიუძღვნა.

"ქინქლაძე მან სიტიში ბრწყინავდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კლუბში იდგა მძიმე პერიოდი და იქ თამაში პრესტიჟული სულაც არ იყო.

ის არის მანჩესტერელთა გმირი, რომელმაც გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

ქართველი ფლემეიქერის მთავარი იარაღი იყო დრიბლინგი და საუთჰემპტონის კარში გატანილი გოლი მის კიდევ ერთ გარღვევას მოყვა.

გიორგიმ წმინდანების კარში პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა", - წერს ინგლისური გამოცემა.

რას წერენ სიტის უცხოელი გულშემატკივრები ქინქლაძის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით?

რუსული ფეხბურთის ყველაზე ქართული წერტილი - როგორ წერენ ჩვენები რუბინის თანამედროვე ისტორიას?