ავტორიზაცია

განხეთქილება მბაპესა და ჟირუს შორის - რა გახდა ფრანგების უკმაყოფილების მიზეზი?

განხეთქილება მბაპესა და ჟირუს შორის - რა გახდა ფრანგების უკმაყოფილების მიზეზი?
თარიღი 10 Jun 2021, 13:04

საფრანგეთისა და ბულგარეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ოლივიე ჟირუმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ თანაგუნდელები მას ხშირად პასს არ აძლევენ.

"ვითხოვ ბურთს, თუმცა ხშირად ის ჩემამდე არ მოდის. ვცდილობ მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარება გუნდს.

გოლები გავიტანე პავარისა და ბენ-იედერის ასისტებით, თუმცა იყო მომენტები, როცა კიდევ უფრო მეტი ბურთის შეგდება შეგვეძლო.

უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით, ბულგარეთს კიდევ უფრო დიდი ანაგრიშით დავამარცხებდით", - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.

L’Équipe-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის სიტყვები არ მოეწონა კილიან მბაპეს, რომელმაც მისი ნათქვამი საკუთარ თავზე მიიღო.

ფრანგ შემტევს ამ ფაქტთან დაკავშირებით სურდა პრეს-კონფერენციის მოწვევაც კი, თუმცა "მამლების" სამწვრთნელო შტაბმა მას გადააფიქრებინა.

საფრანგეთის ნაკრების მოთელვა და 3:0 ბულგარეთთან მატჩში

"მითხრა, რომ მიუნხენში უნდა ვითამაშო", - მბაპეს ბაიერნში გადასვლა შესთავაზეს