ავტორიზაცია

ცხადაძის ტოპ ტრანსფერი? - მოლაპარაკება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან

ცხადაძის ტოპ ტრანსფერი? - მოლაპარაკება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან
თარიღი 10 ივნ 2021, 16:23

"დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე რამდენიმე ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

GOAL.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლევან შენგელიაა.

შენგელიას "კონიასპორთან" კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ცხადაძე შენგელიას კარგ კონტრაქტს სთავაზობს და "დინამო" ყველაფერს აკეთებს, რათა ის დაიბრუნოს, თუმცა ამ ეტაპზე, შენგელიას გადაწყვეტილება უცნობია, რადგან შემოთავაზებას უცხოური ქვეყნებისგანაც ელოდება.

ჩვენივე ინფორმაციით, შენგელია დროებით "დინამოსთან' ერთად ივარჯიშებს.

EXCLUSIVE: პაპუნაშვილთან ერთად აპოლონში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს!

EXCLUSIVE: გურამ კაშიას ახალი კლუბი ცნობილია!