კოუტინიოს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა — Marca
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, 28 წლის ბრაზილიელის შეძენის ვარიანტს "მარსელი" განიხილავს.
თავის მხრივ, კატალონიელები მზად არიან კოუტინიოს ტრანსფერზე შეთავაზებები განიხილონ. ბრაზილიელი იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შესაძლოა ამ ზაფხულს გაყიდონ.
მოგეხსენებათ, "ბარსამ" კოუტინიო 2018 წელს "ლივერპულიდან" 165 მილიონ ევროდ იყიდა.
2020/21 წლების სეზონში სამხრეთამერიკელმა ნახევარმცველმა ლა ლიგაში 12 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.