ავტორიზაცია

"ჩემთვის მთავარი ფული არ არის", - კონტემ ინტერიდან წასვლის მიზეზი გაამხილა?

"ჩემთვის მთავარი ფული არ არის", - კონტემ ინტერიდან წასვლის მიზეზი გაამხილა?
თარიღი 10 ივნ 2021, 20:34

"ინტერის" ექს-მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ პირველ რიგში ფეხბურთი აინტერესებს.

როგორც ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა შეიძლება "ტოტენჰემი" ჩაიბაროს.

"ფული ჩემი აკვიატებული იდეა არ არის. საფეხბურთო პროექტებს ვუყურებ და მზად ვარ სახლში დავრჩე, თუ ეს არ დამაკმაყოფილებს".

"რთული დავალებები მომწონს, მაგრამ თუ კლუბში არის ის, რაც ნდობას არ იწვევს, მირჩევნია ვთქვა: "არა, დიდი მადლობა", - ციტირებს კონტეს სიტყვებს Gazzetta dello Sport.

მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ინტერმა" კონტეს ხელმძღვანელობით 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი პირველად მოიგო. 

სეზონის დასრულების შემდეგ, ანტონიომ "ნერაძურის" თავკაცის პოსტი დატოვა, მისი ადგილი კი "ლაციოს" ყოფილმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ დაიკავა.

ინტერის პრეზიდენტმა ანტონიო კონტეს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა