ავტორიზაცია

ევრო 2020-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება — მბაპესა და ჟირუს ურთიერთობა დაეძაბათ

ევრო 2020-ის დაწყებამდე ერთი დღე რჩება — მბაპესა და ჟირუს ურთიერთობა დაეძაბათ
თარიღი 10 ივნ 2021, 21:39

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე თანაგუნდელ ოლივიე ჟირუს განცხადებით აღშფოთებული დარჩა.

მოგეხსენებათ, "ჩელსის" ფორვარდმა ბულგარეთთან (3:0) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ თანაგუნდელები გააკრიტიკა, მიუხედავად დუბლისა. მისი აზრით, ფრანგებს ეფექტურობა აკლდათ.

როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe იტყობინება, მბაპე ნაწყენი და გაბრაზებულია, ამიტომაც ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე გამოჩენა და კომენტარის გაკეთება უნდოდა.

საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

მოგეხსენებათ, ჯგუფურ ეტაპზე ფრანგების მეტოქეები უნგრეთი, პორტუგალია და გერმანია იქნებიან.

განხეთქილება მბაპესა და ჟირუს შორის - რა გახდა ფრანგების უკმაყოფილების მიზეზი?