კანტეს განცხადება, რომელსაც ხაბიბმა შემდეგნაირად უპასუხა: "მოკრძალებული ჩემპიონი"
მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა "ჩელსისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს სიტყვები შეაფასა.
"უბრალოდ ჩვეულებრივი ბიჭი გახლავართ. არ ღირს იმის თქმა, რომ ყველაზე კეთილი ან საუკეთესო ვარ", - დაწერა ფრანგმა სოციალურ ქსელში.
რუსმა მებრძოლმა კი 30 წლის ფეხბურთელის განცხადებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა: "მოკრძალებული ჩემპიონი".
მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში კანტემ "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამასთანავე, ნ'გოლო საფრანგეთის ნაკრების რიგებში 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა.