დეშამი: "მეეჭვება, რომ კანტეს ოქროს ბურთი მისცენ"
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, ნ'გოლო კანტეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ოქროს ბურთი კანტეს? მეეჭვება, რომ მას ეს ჯილდო გადასცენ. საქმე ისაა, რომ ნ'გოლო ნაკლებად კრეატიულია და ის არც ისე ბევრს იტანს.
საუკეთესოებად კი ხშირ შემთთხვევაში შემტევ ფეხბურთელებს ასახელებენ. ყოფილა გამონაკლისებიც, იგივე კანავარო ან ზამერი.
გოლები, საგოლე გადაცემები, მომენტების შექმნა მაყურებლისთვის უფრო თვალშისაცემია, ვიდრე დაცვითი ფუნქციები", - განაცხადა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ "მამლების" საყრდენმა ნახევარმცველმა ლონდონის "ჩელსისთან" ერთად განვლილ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ტურნირის მსვლელობისას, "არისტოკრატების" ჩამშლელი არაერთხელ დასახელებულა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, მათ შორის მადრიდის "რეალთან" და "მანჩესტერ სიტისთან".
მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებაზე პირველი განცხადება გააკეთა
"მაკელელესთან ერთად მითამაშია, კანტემ შოკში ჩამაგდო", - ჯო კოულმა საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა