ავტორიზაცია

ხავი: "ბარსელონას გაწვრთნა? 3-4 თვეა კლუბის არცერთ წევრთან არ მქონია კონტაქტი"

ხავი: "ბარსელონას გაწვრთნა? 3-4 თვეა კლუბის არცერთ წევრთან არ მქონია კონტაქტი"
თარიღი 10 Jun 2021, 22:54

"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ყატარული "ალ სადის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა კატალონიური გრანდის თავკაცის პოსტზე რონალდ კუმანის დარჩენაზე განცხადება გააკეთა.

აგრეთვე, 41 წლის ესპანელი სპეციალისტი "ბლაუგრანაში" შესაძლო დაბრუნებასაც გამოეხმაურა.

"არ ვიცი, როდის დადგება ეს მომენტი. წინადადებების მოსასმენად მზად ვარ, მაგრამ არსად მეჩქარება. ორი წელიწადია, რაც მწვრთნელად ვმუშაობ, ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა მაქვს", - ციტირებს ხავის სიტყვებს Marca.

"კუმანთან თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ვფიქრობ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს კლუბისთვის საუკეთესო იქნება".

"ყოველთვის ვიცი, როგორ მიდის "ბარსელონაში" საქმეები და ძალიან კმაყოფილი ვარ. მაგრამ ბოლო 3-4 თვეა "ბარსელონას" არცერთ წევრთან არ მქონია კონტაქტი", - დასძინა ერნანდესმა.

მოგეხსენებათ, ხავიმ ერთი თვის წინ "ალ სადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომელსაც 2019 წლიდან უდგას სათავეში.

გასულ სეზონში "ბარსას" ლეგენდის გუნდმა ყატარის ჩემპიონატი ისე მოიგო, რომ ერთი მატჩიც კი არ წაუგია.

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბარსელონა უარით ორჯერ გავისტუმრე", - ხავიმ მიზეზი დაასახელა