ავტორიზაცია

მორატას მომავალი გადაწყდა — როდის გააოფიციალურებენ ატლეტიკო და იუვენტუსი გარიგებას?

მორატას მომავალი გადაწყდა — როდის გააოფიციალურებენ ატლეტიკო და იუვენტუსი გარიგებას?
თარიღი 10 ივნ 2021, 23:03

"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის, ალვარო მორატას მომავალი გადაწყდა, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელი, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "იუვენტუსში" გაატარა, ტურინში რჩება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებას ოფიციალურად 14 მაისს დაადასტურებენ.

2020/21 წლების სეზონში მორატამ სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, ესპანელ ფორვარდს "ატლეტიკოსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მორატა: "რონალდუ ერთი თვისებით რაფაელ ნადალს ჰგავს"