ავტორიზაცია

"აღარ შეუძლია ის, რაც 5-10 წლის წინ შეეძლო", - დელ პიერო იუვენტუსში რონალდუს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს

"აღარ შეუძლია ის, რაც 5-10 წლის წინ შეეძლო", - დელ პიერო იუვენტუსში რონალდუს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს
თარიღი 10 ივნ 2021, 23:37

"იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, რონალდუ კარიერის ისეთ ფაზაში შევიდა, როცა აღარ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც 5-10 წლის წინ აკეთებდა. თავის ამჟამინდელ პოტენციალს უნდა მოერგოს, რაც ჯერ კიდევ მაღალია".

"ალეგრისა და კლუბს უნდა დაელაპარაკოს და გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მუშაობის ერთად გაგრძელება", - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Corriere della Sera.

7 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინელთა რიგებიდან წასვლას გეგმავს. მოქმედი ხელშეკრულების ადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც აღინიშნება, კრიშტიანუ შეიძლება "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "პსჟ"-ში გადავიდეს.

2020/21 წლების სეზონში რონალდუ 33 მატჩში გატანილი 29 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

რობერტო კარლოსი: "რონალდუ მსოფლიოში ნომერ პირველია, 3 ფეხბურთელთან ერთად"