"აღარ შეუძლია ის, რაც 5-10 წლის წინ შეეძლო", - დელ პიერო იუვენტუსში რონალდუს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს
"იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, რონალდუ კარიერის ისეთ ფაზაში შევიდა, როცა აღარ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც 5-10 წლის წინ აკეთებდა. თავის ამჟამინდელ პოტენციალს უნდა მოერგოს, რაც ჯერ კიდევ მაღალია".
"ალეგრისა და კლუბს უნდა დაელაპარაკოს და გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მუშაობის ერთად გაგრძელება", - ციტირებს დელ პიეროს სიტყვებს Corriere della Sera.
7 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურინელთა რიგებიდან წასვლას გეგმავს. მოქმედი ხელშეკრულების ადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც აღინიშნება, კრიშტიანუ შეიძლება "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "პსჟ"-ში გადავიდეს.
2020/21 წლების სეზონში რონალდუ 33 მატჩში გატანილი 29 გოლით იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
რობერტო კარლოსი: "რონალდუ მსოფლიოში ნომერ პირველია, 3 ფეხბურთელთან ერთად"