ავტორიზაცია

"ყველამ იცის, რომ კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება", - პოგბა საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ყველამ იცის, რომ კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება", - პოგბა საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 10 ივნ 2021, 23:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება. ეს ყველამ იცის. "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემთვის ჯერ არაფერი შემოუთავაზებია", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს RMC Sport.

"ამაზე ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელებთან ჯერ არ მისაუბრია. დღემდე "ემიუს" ფეხბურთელი ვარ. ახლა ევროზე ვფიქრობ და მხოლოდ ამ ტურნირზე ვარ კონცენტრირებული. მყავს აგენტი და ის არის მსგავსი საკითხებით დაკავებული", - დასძინა 28 წლის ფრანგმა.

8 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" პოგბასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. მოქმედი ხელშეკრულების ვადა მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში პოგბამ ინგლისის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, მანიკუნიანელთა სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

მანჩესტერი იმედს არ კარგავს, პოგბას კი სხვა მიზნები აქვს?!