ავტორიზაცია

რონალდუ: "იმაზე მოტივირებული ვარ, ვიდრე ჩემს პირველ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი"

რონალდუ: "იმაზე მოტივირებული ვარ, ვიდრე ჩემს პირველ ევროპის ჩემპიონატზე ვიყავი"
თარიღი 10 Jun 2021, 23:59

პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას ელის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისგან.

"გერმანია, საფრანგეთი და უნგრეთი - მეტოქეები, რომლებთან თამაშიც მოგვიწევს. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, ადვილი მატჩები არ არსებობს".

"თავს ისეთივე მოტივირებულად ვგრძნობ, იმაზე მოტივირებულადაც კი, ვიდრე ჩემს პირველ ევროპის ჩემპიონატზე".

"მოქმედი ჩემპიონები ვართ და კვლავ ტიტულის მოგების პრეტენდენტთა შორის განვიხილებით. შემიძლია დაგპირდეთ, რომ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვითამაშებთ", - ციტირებს 36 წლის პორტუგალიელის სიტყვებს Football Italia.

პორტუგალია ჯგუფურ ეტაპზე უნგრეთს (15 ივნისი), გერმანიას (19 ივნისი) და საფრანგეთს (23 ივნისი) დაუპირისპირდება.

"აღარ შეუძლია ის, რაც 5-10 წლის წინ შეეძლო", - დელ პიერო იუვენტუსში რონალდუს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს