ვეინალდუმის პირველი განცხადება პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ
"პსჟ"-ს ახალწვეულმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა პარიზულ კლუბში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ლიგა 1-ში თამაშისთვის მზად ვარ. ჩემპიონატი აქამდეც შემიცვლია, როცა ერედივიზიონიდან პრემიერ ლიგაში გადავედი, ყველაფერმა ბრწყინვალედ ჩაიარა".
"ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ, საფრანგეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში "პსჟ"-ს მაისურით მოედანზე გასვლას ველოდები", - ციტირებს ვეინალდუმის სიტყვებს პარიზელთა პრესსამსახური.
დღეს, 10 ივნისს, "პსჟ"-მ "ლივერპულიდან" 30 წლის ჰოლანდიელის დამატება დაადასტურა. მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
2020/21 წლების სეზონში ვეინალდუმმა მერსისაიდელთა რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ოფიციალურად: ბარსელონა თამაშგარეშია - ვეინალდუმი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს!