ავტორიზაცია

"ყაზახეთში საუკეთესო იქნება!" - რუსმა მწვრთნელმა გრიგალავა შეაქო

"ყაზახეთში საუკეთესო იქნება!" - რუსმა მწვრთნელმა გრიგალავა შეაქო
თარიღი 11 ივნ 2021, 01:02

ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი ასტანა საქართველოს ნაკრების მცველის გია გრიგალავას დამატებითაა დაინტერესებული.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს. ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ კი რუს მწვრთნელ ერნესტ კაპიშევთან გია გრიგალავას რეკომენდაცია მოისმინა.

"100%-ით გამოადგება ის ასტანას, ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეა. ვფიქრობ, ყაზახეთში საუკეთესო იქნება. ჩემი აზრით, ის ვარაზდატ აროიანზე ძლიერია, უბრალოდ სომეხი მცველი უფრო ახალგაზრდაა. ის ნამდვილად დაეხმარება ასტანას," - განაცხადა ერნესრ კაპიშევმა.

გია გრიგალავა ტულას არსენალში 2017 წლის იანვრიდან თამაშობდა, 4.5-წლის შემდეგ კი ახლა თავისუფალი აგენტია.

სიგიჟე ბათუმში - აჭარელმა გულშემატკივარმა მატჩს დრონით უყურა

ცხადაძის ტოპ ტრანსფერი? - მოლაპარაკება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან