ჟირუმ დაძაბულობის განმუხტვა სცადა, თუმცა მბაპე კვლავ უკმაყოფილოა - ფრანგული სერიალი გრძელდება
როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კილიან მბაპესა და ოლივიე ჟირუს შორის მხირე უთანხმოება მოხდა.
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ თანაგუნდელები მას ხშირად პასს არ აძლევენ.
"პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა თანამემამულე შემტევის ნათქვამი მიიღო საკუთარ თავზე, რის შემდეგაც ის განრისხებულია.
RMC Sport-ის თანახმად, "მამლების" ცხრიანმა სცადა დაძაბულობის განმუხტვა, თუმცა მისი თანაგუნდელი კვლავ უკმაყოფილოა.
34-წლის სტრაიკერმა აუხსნა "ლურჯების" ათიანს, რომ ის გულისხმობდა არა მას, არამედ ნ'გოლო კანტესა და ბენჟამინ პავარს.
იგივე წყაროს მტკიცებით, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, "სამფეროვნების" წინახაზელთა შერიგებას უკვე დიდიე დეშამი ეცდება.
საფრანგეთის ნაკრების მოთელვა და 3:0 ბულგარეთთან მატჩში
განხეთქილება მბაპესა და ჟირუს შორის - რა გახდა ფრანგების უკმაყოფილების მიზეზი?