"უახლოეს 3 კვირაში მარცხენა ფლანგს გავაძლიერებთ", - ლიდსში კვარაცხელიაზე ალაპარაკდნენ?!
"ლიდს იუნაიტედის" წარმომადგენელმა, ბერენ კროსმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მისი კლუბი მარცხენა ფლანგს გააძლიერეს.
ინგლისელმა ფუნქციონერმა აღნიშნული განცხადება გააკეთა Leeds-live.co.uk-სთან საუბარში, როდესაც მას ხვიჩა კვარაცხელიასა და რომან პერუდის ტრანსფერების შესახებ კითხეს.
"უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მარცხენა ფლანგს გავაძლიერებთ. გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყურადღებას მივაქცევთ როგორც თავდასხმას, ისე დაცვასაც".
შეგახსენებთ, რომ "თეთრების" გარდა, ქართველი შემტევის სახელს სერია ა-ს რამდენიმე გუნდსაც საკმაოდ აქტიურად უკავშირებენ.
ყაზანის "რუბინის" ვინგერის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა კი განაცხადა, რომ მისი კლიენტი გადავა არა იორკშირელებში, არამედ რომელიმე ტოპ-კლუბში.
რა საერთო აქვთ სანიოლსა და სლუცკის? კვარაცხელიამ თავის ორ მწვრთნელზე ისაუბრა