ავტორიზაცია

ვარანს სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს — რეალმა ფასი დაასახელა

ვარანს სასურველი კლუბი უკვე შერჩეული ჰყავს — რეალმა ფასი დაასახელა
თარიღი 11 ივნ 2021, 20:37

"რეალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მცველ რაფაელ ვარანის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ფეხბურთელს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს.

ცნობილი ესპანური გამოცემა COPE იტყობინება, რომ "სამეფო კლუბი" მზად არის საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელი 60 მილიონ ევროდ გაუშვას.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, თავად ვარანი კარიერის გაგრძელებას "მანჩესტერ იუნაიტედში" გეგმავს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა "რეალის" მცველს 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ვარანმა ლა ლიგის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.

ესპანური გაზეთი: ვარანი რეალთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და სასურველი კლუბიც შეარჩია