ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც მანჩესტერი სანჩოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში ეცდება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეიძლება "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, კინგსლი კომანი შეიძინოს, იტყობინება გამოცემა Sport1-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნები" 24 წლის ფრანგის გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუ "დორტმუნდიდან" ჯეიდონ სანჩოს ვერ დაიმატებენ.
როგორც აღინიშნება, მიუნხენელები 50 მილიონ ევროზე მეტს ითხოვენ, თავად ფეხბურთელი კი უპირატესობას ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ანიჭებს.
2020/21 წლების სეზონში კომანმა "რეკორდმაისტერის" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ბაიერნის" შემტევის სატრანსფერო ფასი 65 მილიონ ევროს შეადგენს.
კინსლი კომანი მადას არ უჩივის - ფრანგი შემტევი ბაიერნისგან ლევანდოვსკისნაირ ხელფასს ითხოვს