ავტორიზაცია

ვეინალდუმის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ბარსელონა სხვა ნახევარმცველის ტრანსფერზე ამუშავდა

ვეინალდუმის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ბარსელონა სხვა ნახევარმცველის ტრანსფერზე ამუშავდა
თარიღი 11 Jun 2021, 20:55

"ბარსელონას" "რომას" ნახევარმცველის, ლორენცო პელეგრინის შეძენა უნდა, იტყობინება Mundo Deportivo.

ესპანური გამოცემის თანახმად, ჟორჟინიო ვეინალდუმის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, რომელიც "პსჟ"-ში გადავიდა, კატალონიელები 24 წლის იტალიელის გადაბირებით დაინტერესდნენ.

როგორც აღინიშნება, პელეგრინის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თანხის დაკლება სურთ, რადგან ფეხბურთელს "რომასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში რომაელთა ნახევარმცველმა 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, პელეგრინის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ვეინალდუმის პირველი განცხადება პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ