მესისთან, აგუეროსთან, დი მარიასთან და ლაუტაროსთან ერთად — არგენტინა კოპა ამერიკისთვის დაირაზმა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: ფრანკო არმანი, ემილიანო მარტინესი, აგუსტინ მარჩესინი, ხუან მუსო.
მცველები: გონსალო მონტიელი, ნიკოლას ოტამენდი, ხერმან პეცელა, ნიკოლას ტალიაფიკო, ლუკას მარტინესი, მარკოს აკუნია, ლისანდრო მარტინესი, კრისტიან რომერო, ნაუელ მოლინა.
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი, გიდო როდრიგესი, ჯოვანი ლო ჩელსო, ეზეკიელ პალასიოსი, ნიკოლას დომინგესი, ანხელ დი მარია, როდრიგო დე პაული, პაპუ გომესი, ნიკოლას გონსალესი, ანხელ კორეა.
ფორვარდები: ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, ხოაკინ კორეა, ხულიან ალვარესი, სერხიო აგუერო.
არგენტინა პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ჩილეს წინააღმდეგ გამართავს. აგრეთვე, "ალბისელესტე" ჯგუფურ ეტაპზე ურუგვაის, პარაგვაისა და ბოლივიას დაუპირისპირდება.