ლუკას მოურამ ევროპის ჩემპიონატის 3 მთავარი ფავორიტი დაასახელა

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე კომენტარი გააკეთა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ გუნდებს მიიჩნევს ევრო 2020-ის ფავორიტად.
"ჩემთვის ფავორიტები საფრანგეთი, ბელგია და ინგლისი არიან, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ როცა მოედანზე გადიხარ, ფავორიტის სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს".
"ბევრი გუნდია, რომელსაც მოგება შეუძლია. უბრალოდ ვისიამოვნებ ამ ყველაფრის ყურებით!", - ციტირებს "ტოტენჰემის" ოფიციალური საიტი მოურას სიტყვებს.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი სტარტს დღეს აიღებს და 11 ივლისს დასრულდება.
"მათ სუსტ მხარეებს ვერ ვხედავ", - მოურინიომ ევრო 2020-ის ფავორიტი დაასახელა