ავტორიზაცია

"სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - მბაპე საკუთარ მომავალზე გულახდილად ალაპარაკდა

"სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - მბაპე საკუთარ მომავალზე გულახდილად ალაპარაკდა
თარიღი 12 ივნ 2021, 01:10

"პსჟ"-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ პარიზულ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

22 წლის სუპერვარსკვლავის თქმით, ჯერჯერობით არ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

"ვიცი, "პსჟ"-სთვის ჩემთან ან ჩემს გარეშე პროექტი განსხვავებულია. მაგრამ ხელმძღვანელობას ესმის ჩემი თხოვნები. რადგან იციან, რომ რაიმე ურცხვ ან მოღალატურ საქციელს არ ჩავიდენ. იყო დიდებული ფეხბურთელი - აგრეთვე ნიშნავს იცოდე, თუ რა უნდა გააკეთო. სუფთად და ოსტატურად მოედნის ფარგლებს გარეთ".

"სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, ეს კი რთულია, იმ ადგილას ვიმყოფები, რომელიც მომწონს, აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ეს საუკეთესო ადგილია ჩემთვის? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მაქვს".

"არ ვჩქარობ, საკუთარ თავს ყველა შანსი უნდა მივცე და სწორი გადაწყვეტილება მივიღო, რაც ადვილი არ არის", - დასძინა მბაპემ.

"მითხრა, რომ მიუნხენში უნდა ვითამაშო", - მბაპეს ბაიერნში გადასვლა შესთავაზეს