ვინ დასახელდა ევრო 2020-ის გახსნითი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში იტალიის ნაკრებმა თურქეთი გაანადგურა - 3:0.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად "სკუადრა აძურას" მცველი, ლეონარდო სპინაცოლა დასახელდა.
"რომას" 28 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მთელი 90 წუთი დაჰყო.
სპინაცოლამ იტალიელთა მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა - ლეონარდოს დარტყმა თურქების მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე პირველი ჩირო იმობილე აღმოჩნდა და მეტოქის კარი აიღო.
ცნობისთვის, A ჯგუფში თურქებისა და იტალიელების მეტოქეები შვეიცარია და უელსი არიან.
VIDEO: ევრო 2020-ის გახსნით შეხვედრაში იტალიამ თურქეთი გაანადგურა!