ავტორიზაცია

"ფინალი? იქამდე ჯერ ადრეა, წინ ექვსი მატჩია", - მანჩინი თურქეთის დამარცხების შემდეგ

"ფინალი? იქამდე ჯერ ადრეა, წინ ექვსი მატჩია", - მანჩინი თურქეთის დამარცხების შემდეგ
თარიღი 12 Jun 2021, 01:39

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ევრო 2020-ის გახსნით მატჩში თურქეთის (3:0) დამარცხების შემდეგ განცხადება გააკეთა.

"კარგი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში გატანა ვერ მოვახერხეთ, გაგვიჭირდა, რადგან დებიუტი იყო, თურქეთი კი ძალიან კარგი გუნდია".

"ასეთ მატჩებში ყველაფერი გჭირდება. გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვეხმარა, კმაყოფილები ვართ, ვფიქრობ, გუნდმა ნამდვილად კარგად ითამაშა".

"მთავარი როლი იმან ითამაშა, რომ ბურთს სწრაფად ვამოძრავებდით, ყოველთვის იყო თავისუფალი ფეხბურთელი გადაცემის მისაღებად".

"კარგად დაწყება მნიშვნელოვანი გახლდათ, ჩვენი გულშემატკივრებისა და ყველა იტალიელის გამო გახარებულები ვართ".

"ბრწყინვალე საღამო გამოდგა და იმედი მაქვს, წინ კიდევ ბევრი ასეთი საღამოა. ფინალი? იქამდე ჯერ კიდევ ადრეა. 6 მატჩი უნდა ჩავატაროთ", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

ვინ დასახელდა ევრო 2020-ის გახსნითი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?