საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი, რომლის გადაბირებას ქეცბაია ანორთოსისისთვის ცდილობდა
როგორც მოგეხსენებათ, ფამაგუსტას "ანორთოსისი" დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამმა ფეხბურთელმა - თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ და ბუბა დაუშვილმა.
Goal.philenews-ის თანახმად, კვიპროსული გუნდის მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია თავის გუნდში კიდევ სამი "ჯვაროსანის" გადაყვანას ცდილობდა.
ქართველი სპეციალისტის მთავარი სამიზნე იყო გურამ კაშია, თუმცა როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კარიერას ის გააგრძელებს ბრატისლავას "სლოვანში", ვლადიმირ ვაისთან.
"თეთრ-ლურჯებში" გადასვლის შემდეგი კანდიდატი იყო ვაკო გვილია, თუმცა ის კლუბს ფინანსურ საკითხებზე ვერ შეუთანხმდა.
მესამე ვარიანტი კი იყო გიორგი აბურჯანიას დაბრუნება, მაგრამ მას "ანორთოსისის" მაისურის კიდევ ერთხელ ჩაცმის იდეა არ ხიბლავს.
შეგახსენებთ, ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ფამაგუსტაში თამაშობდა 2014-2016 წლებში და ამ დროის განმავლობაში მან 42 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
VIDEO: გავიხსენოთ ქეცბაიას ულამაზესი ჯარიმა აპოელის კარში
დარჩება თუ არა ლორია ანორთოსისში? - ქართველი მეკარის კომენტარი