VIDEO: "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსებშია შესატანი", - ვესტ ჰემმა თბილისელებთან მატჩი გაიხსენა
ლონდონის "ვესტ ჰემის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაიხსენა თბილისის "დინამოსთან" შეხვედრა, რომელიც 1981 წლის 4 მარტს გაიმართა.
თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩის ფარგლებში ქართველებმა "ჩაქუჩები" გასვლაზე 4:1 გაანადგურეს.
WHUFC "ლურჯ-თეთრების" შესახებ წერს შემდეგს - "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსების პროგრამაშია შესატანი.
ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა დროის უმეტესი ნაწილი გაატარეს უბურთოდ, მოწინააღმდეგის თეთრი აჩრდილების დევნაში".
შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლების" შემდეგ, ნოდარ ახალკაცის გუნდმა დაამარცხა როტერდამის "ფეიენოორდი" და იენის "კარლ ცაისი", რის შედეგადაც თასების თასის ტიტულს დაეუფლა.
"მსაჯებო, გაახილეთ თვალები!" - დინამო თბილისის კაპიტანი მსაჯებს აკრიტიკებს