ავტორიზაცია

"მსაჯებო, გაახილეთ თვალები!" - დინამო თბილისის კაპიტანი მსაჯებს აკრიტიკებს

თარიღი 10 Jun 2021, 13:02

საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში თბილისის "დინამომ" მიიღო ქობულეთის "შუქურა", რომელთანაც 1:1 ითამაშა.

შუქურამ ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლო, რასაც დედაქალაქელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ჯერ კახა ცხადაძემ თქვა, რომ მსაჯებმა აბსურდული პენალტი დადეს, ხოლო შემდეგ სოციალურ ქსელში დინამო თბილისის კაპიტანი გიორგი პაპავა გამოეხმაურა ამ ფაქტს.

"ძაან მიეწყო მსაჯები, გაახილეთ თვალები. ეს როგორაა პენალტი? ახალი წესებია ჩვენ ჩემპიონატში," - წერს სოციალურ ქსელში პაპავა.

ეროვნული ლიგის 16 ტურის შემდეგ დინამო თბილისს 32 ქულა აქვს და ბათუმის დინამოს ჩატარებულ მატჩამდე პირველ პოზიციაზეა.

ყაზახეთში ეპატიჟებიან - გრიგალავას კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს

გიორგი ქინქლაძე შესაძლოა ფეხბურთში დაბრუნდეს - ქართველს მისი ყოფილი კლუბი იწვევს