ყაზახეთში ეპატიჟებიან - გრიგალავას კარიერის გაგრძელების 3 ვარიანტი აქვს

საქართველოს ნაკრების მცველ გია გრიგალავას ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი ასტანა ეპატიჟება.
ამის შესახებ რუსული გამოცემა sport24.ru იუწყება და წერენ, რომ გრიგალავას ასტანას გარდა, კიდევ 2 რუსული გუნდის ვარიანტი აქვს, თუმცა კონკრეტულად კლუბების სახელებს არ წერენ.
გია გრიგალავა ტულას არსენალში 2017 წლის იანვრიდან თამაშობდა, თუმცა 4.5-წლიანი პაუზის შემდეგ, ამ მომენტში ქართველი მცველი კვლავ უკლუბოდაა.
ასტანა გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზე გავიდა და ზაფხულში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს, ახლა კი ყაზახეთის ჩემპიონატში პირველ პოზიციაზეა.
"გილოცავთ, ჩვენს გუნდში ხარო" - ქართველი ფეხბურთელი ბაიერნმა მიიწვია
VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან