ავტორიზაცია

"გილოცავთ, ჩვენს გუნდში ხარო" - ქართველი ფეხბურთელი ბაიერნმა მიიწვია

"გილოცავთ, ჩვენს გუნდში ხარო" - ქართველი ფეხბურთელი ბაიერნმა მიიწვია
თარიღი 08 Jun 2021, 22:42

გაგრას 17 წლის ნახევარმცველი ნიკა ნოზაძე ბაიერნმა მსოფლიო გუნდის 19-წლამდელთა შემადგენლობაში მიიწვია.

17 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი ბაიერნის შეკრებას 28 ივნისს მექსიკაში შეუერთდება, სადაც 10 ივლისამდე იქნება და შემდეგ ბაიერნის მწვრთნელები მიიღებენ გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით. ფეხბურთელი 1200 მოთამაშიდან 15 რჩეულში მოხვდა.

GOAL.GE ნიკა ნოზაძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით ფეხბურთელმა უფრო მეტი მოგვიყვა.

"ბაიერნმა 1 თვის წინ გამოაცხადა შერჩევები, თავის ახლადშექმნილ მსოფლიო გუნდში, სადაც უნდა გაგეგზავნა შენი საფეხბურთო ჰაილაითები. გავაგზავნე და მეორე დღეს მომივიდა პასუხი, რომ ჩემთან შეხვედრა სურდათ ზუმში.

გამესაუბრნენ ბაიერნის მწვრთნელები, 45 წუთი ვისაუბრეთ და ლაპარაკის ბოლოს, მომილოცეს, ჩვენს გუნდში ხარო. 15 ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო გუნდში აგვარჩიეს, რამდენიმე თვე ბაიერნის შეკრებაზე ვიქნებით, ბოლოს ბაიერნი ან ხანგრძლივ კონტრაქტს შემოგვთავაზებს ან დაგვეხმარებიან, რომელიმე ევროპულ გუნდში გადასვლაში," - განაცხადა ნიკა ნოზაძემ Goal.Ge-სთან საუბარში.

ბაიერნმა ნიკა ნოზაძის გუნდში მიწვევასთან დაკავშირებით თავის ოფიციალურ გვერდზეც გამოაცხადა. 

VIDEO: "დინამოს ექიმიიიიიი...." - სახალისო მომენტი ნიდერლანდები-საქართველოს მატჩიდან

"ამის შესახებ მხოლოდ 2 დღით ადრე გავიგე" - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქოჩორაშვილი