ავტორიზაცია

VIDEO: "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსებშია შესატანი", - ვესტ ჰემმა თბილისელებთან მატჩი გაიხსენა

თარიღი 12 ივნ 2021, 12:11

ლონდონის "ვესტ ჰემის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაიხსენა თბილისის "დინამოსთან" შეხვედრა, რომელიც 1981 წლის 4 მარტს გაიმართა.

თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის პირველი მატჩის ფარგლებში ქართველებმა "ჩაქუჩები" გასვლაზე 4:1 გაანადგურეს.

WHUFC "ლურჯ-თეთრების"  შესახებ წერს შემდეგს - "დინამოს თამაში უეფას სამწვრთნელო კურსების პროგრამაშია შესატანი.

ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა დროის უმეტესი ნაწილი გაატარეს უბურთოდ, მოწინააღმდეგის თეთრი აჩრდილების დევნაში".

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-წითლების" შემდეგ, ნოდარ ახალკაცის გუნდმა დაამარცხა როტერდამის "ფეიენოორდი" და იენის "კარლ ცაისი", რის შედეგადაც თასების თასის ტიტულს დაეუფლა. 

"მსაჯებო, გაახილეთ თვალები!" - დინამო თბილისის კაპიტანი მსაჯებს აკრიტიკებს

VIDEO: "ჩერნომორეცს ვხვდებით და ვემზადებით", - ყიფიანის, ჩივაძისა და შენგელიას კომენტარი, როცა დიდი ფინალი მოიგეს