ავტორიზაცია

"რუბინი სამეულისთვის იბრძოლებს, თუ კვარაცხელიას არ გაყიდის" - ქართველი აგენტი

"რუბინი სამეულისთვის იბრძოლებს, თუ კვარაცხელიას არ გაყიდის" - ქართველი აგენტი
თარიღი 12 Jun 2021, 12:48

რუსეთში მოღვაწე ქართველი აგენტი თემურ ღურწკაია თვლის, რომ რუბინს შეეძლება სამეულისთვის ბრძოლა, თუ გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის და გუნდის დირექტორ რუსტემ საიმანოვს ამის შესაძლებლობა აქვს.

"შემდეგ წელს თუ რუბინს ფლანგებზე კვლავ კვარაცხელია - მაკაროვი ეყოლება, შეეძლებათ სამეულისთვის ბრძოლა, მაგრამ ამას არა მე, მენეჯმენტი უნდა აფასებდეს. რუსტემ საიმანოვს შეუძლია თქვას: "მე არ ვყიდი კვარაცხელიას" და არ გაყიდოს, აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა.

როდესაც დაიწერა, რომ კვარაცხელია ნაპოლის უნდოდა, მალევე შეიცვალა გატუზო. თუ ჯენარო ფიორენტინაში 4-3-3 სისტემით ითამაშებს, მათთვის ხვიჩა კარგი დამატება იქნებოდა," - განაცხადა ღურწკაიამ.

ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტში Transfermarkt-ზე 18 მილიონადაა შეფასებული. მისი სტატისტიკა გასულ სეზონში ასეთი იყო - 23 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა.

"ფეხბურთით ვერ ვისიამოვნე" - კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა

სიგიჟე ბათუმში - აჭარელმა გულშემატკივარმა მატჩს დრონით უყურა