ავტორიზაცია

მოურინიო: "მოვიდა დრო, მბაპემ მუშტი დაკრას და თქვას, რომ საუკეთესოა"

მოურინიო: "მოვიდა დრო, მბაპემ მუშტი დაკრას და თქვას, რომ საუკეთესოა"
თარიღი 12 ივნ 2021, 16:10

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, საფრანგეთის ნაკრების და „პსჟ-ს“ ფორვარდზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა.

„როცა მბაპეს თამაში პირველად ვიხილე, მოვიხიბლე. შეუძლია თუ არა მას ევროზე თავის დამკვირდება? იმედი მაქვს. როცა „ბარსელონაში“ მწვრთნელის დამხმარე ვიყავი, რონალდომ მომხიბლა, ბრაზილიელი წარმოუდგენელი იყო. მისი ზოგი გოლი დღემდე მახსოვს.

მე და ბობი რობსონი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება ჰქონდა, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით. სამწუხაროდ, საშინელი ტრავმების გამო მან უფრო მეტს ვერ მიაღწია. 

ის რონალდო წარმოუდგენელი იყო. მგონია, რომ მბაპეს მისგანაც აქვს რაღაც. ვიცი, რომ ის უკვე მსოფლიო ჩემპიონია, მაგრამ დროა, მუშტი დაკრას და თქვას, რომ საუკეთესოა! მისი პოტენციალი წარმოუდგენლად დიდია, ის ყველა თავის მეტოქეს აშინებს.“ - ციტირებს ჟოზეს სიტყვებს Goal.com.

პროფესიონალურ კარიერას მბაპე „მონაკოში“ იწყებდა, საიდანაც 2017 წელს „პსჟ-ში“ გადავიდა.
 

"სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო", - მბაპე საკუთარ მომავალზე გულახდილად ალაპარაკდა