ავტორიზაცია

3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - ოთარ კაკაბაძის ახალი გუნდი ცნობილია

3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა - ოთარ კაკაბაძის ახალი გუნდი ცნობილია
თარიღი 12 ივნ 2021, 16:45

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი გვერდი Geo Team ავრცელებს და წერენ, რომ კაკაბაძესა და კრაკოვის კრაკოვიას შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ოთარ კაკაბაძემ გასული სეზონი ესპანურ ტენერიფეში გაატარა, სადაც 20-ჯერ ითამაშა.

რაც შეეხება კრაკოვიას, გასულ სეზონში ცუდი შედეგები ჰქონდათ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, თუმცა 2019/20 წლის სეზონში გუნდმა პოლონეთის თასი მოიგო.

"ფეხბურთით ვერ ვისიამოვნე" - კაკაბაძე ტენერიფეს დაემშვიდობა

VIDEO: "დაიწყო და დაამთავრა ამას ქვია", - გავიხსენოთ აპოლონის ახალწვეულის ულამაზესი გოლი ელიგიდან