ავტორიზაცია

კომანი: "ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა"

კომანი: "ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის მოგებაა"
თარიღი 12 ივნ 2021, 18:45

„ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა, საკუთარი მთავარი ოცნება დაასახელა.

„საფრანგეთის ნაკრებში ჩემი ასპარეზობით იმედგაცრუებული არ ვარ. ბუნებრივია, უფრო მნიშვნელოვან როლს და უფრო დიდ სათამაშო დროს ვისურვებდი, მაგრამ ახლა უფრო გაძლიერებული ვარ.

ჯერ კიდევ მახსოვს ხუთი წლის წინანდელი მარცხი ფინალში. რუსეთში არ ვყოფილვარ და ვერც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ამიტომ, ჩემი მთავარი ოცნებაა - მოვიგო ევროპის ჩემპიონატი და სასურველი როლი - საკვანძო ეპიზოდების შესრულება. ჩემს სიას ძალიან აკლია სანაკრებო ტიტული და ამრიგად, მთავარი მიზანიც ევროა.“ - ციტირებს კომანის სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ს ფინალში პორტუგალიამ საფრანგეთს 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ექსტრა-ტაიმში ედერმა გაიტანა.
 

კინსლი კომანმა ბაიერნიდან წასვლა გადაწყვიტა - ფრანგს საამისოდ სამი მიზეზი აქვს