VIDEO: კრისტიან! ერიქსენ! - დანიელები და ფინელები ერთად სკანდირებდნენ
ოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა პირველი ტაიმის მიწურულს შეწყდა.
აღნიშნული დაპირისპირების 43-ე წუთზე, დანიელთა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა.
ამ უსაშინლესმა მოვლენამ მეტოქეები გააერთიანა - დანიელები და ფინელები 29 წლის ფეხბურთელს სახელსა და გვარს ერთად სკანდირებდნენ.
"გამაგრდი, კრის!", - რონალდუ ერიქსენის უმძიმეს მდგომარეობას გამოეხმაურა